Inebe.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
599 314 514

 

ზოგადი დებულებები

  • მოცემული მოხმარების წესები ადგენს იმ პირობებს, რომლებიც ინებე.ge -სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს.
  • ინებე.ge წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომლის რეკვიზიტებია: შპს ინებე, / 405093394.
  • მოხმარების წესებსა და პირობებში გამოყენებული სიტყვებიკომპანიადაჩვენგულისხმობს შპს. „ინებე” -.
  • თქვენ მიერ ინებე.ge - საიტზე შესვლა და ამ ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტისა და სერვისის შეკვეთა გულისხმობს, რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ მოცემული მოხმარების წესები და პირობები.
  • ინებე.ge - სერვისი ხორციელდება როგორცსტარტაპი“, შესაბამისად, პროდუქტები და მომსახურება განიცდის მუდმივ ცვლილებას, აქედან გამომდინარე ინებე.ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პირობები, პროდუქტები ან გააუქმოს სერვისი.

 

 შეთანხმების საგანი

  • შეთანხმების საგანი არის ინებე.ge - მიერ ვებ-გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და მისი სასურველ ადგილზე მიტანის სერვისი, რის სანაცვლოდაც თქვენ იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას. ასევე შესაძლოა პერიოდულად განახლდეს პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალი.
  • შეთანხმება შესაძლოა შევცვალოთ რაიმე სპეციალური შეტყობინების გარეშე. მისი განთავსების მომენტიდან, თუკი სხვა რამ არაა გათვალისწინებული შეთანხმების ახალი რედაქციით.

 

ჩვენი ვალდებულება

  •  ინებე იღებს ვალდებულებას მიიღოს თქვენი შეკვეთა დროულად  და შეასრულოს იგი, თუ მოცემულ მომენტში ხელს უწყობს პროდუქტის შესაბამისი მარაგი.
  • მოგაწოდოთ პროდუქტი ზუსტად მითითებულ მისამართზე.
  • შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ ადგილზე.
  • იზრუნოს მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე

 

მომხმარებლის ვალდებულება

  •  კომპანიას მიაწოდოს  ზუსტი პირადი მონაცემები: სახელი და გვარი, ტელეფონის ნომერი, მისამართი.
  • გადახდა განახორციელოს მხოლოდ საკუთარი ან ნებადართული პირის საბანკო ანგარიშიდან/ბარათიდან
  • არ გადასცეს პერსონალური მონაცემები მესამე პირს.
  • მიაწოდოს ზუსტი მისამართი კომპანიას, შეკვეთის მიღებისას მისამართზე დახვდეს ინებეს კურიერს.
  • მიღებული პროდუქტი გამოიყენოს პირადი მოხმარებისთვის და არ გაყიდოს ან გაასაღოს გასხვისებული ფორმით.

შეკვეთის პირობები

  • ეწვიეთ ვებ გვერდს  www.inebe.ge
  • გაიარეთ რეგისტრაციას ჩვენს ვებ-გვერდზე. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც  ელ-ფოსტით, ასევე ფეისბუქ ანგარიშით. რეგისტრაციისას მიუთითეთ სწორი სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და მისამართი.
  • აირჩიეთ სასურველი დიეტა, მოათავსეთ კალათში და გადადით გადახდის გვერდზე.
  • გადახდისას მიუთითეთ სასურველი მეთოდი, საიტზე ონლაინ გადახდა ან ადგილზე ბარათით გადახდა.

 

გადახდის პირობები

  • თითოეული პროდუქტის ფასი, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მითითებულია ჩვენს ვებ-გვერდზე.
  • ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მომავალში შევცვალოთ პროდუქტის ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე.
  • ვებ-გვერდზე მოცემული ფასები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
  • გადახდა წარმოებს როგორც ონლაინ, ასევე ადგილზე ბარათის მეშვეობით.
  • თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ კომპანიის მიერ სერვისის არგანხორციელების, გაუქმების, შეკვეთილი პროდუქტის მიუწოდებლობის შედეგად და არ ვრცელდება მცირედი დაგვიანების, შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე, როცა შეკვეთა არსებითად სრულდება და დამკვეთი ღებულობს მას.
  • თუ კურიერმა შეკვეთილი პროდუქტის ნაცვლად სხვა პროდუქტი მოგაწოდათ, თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ის, მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქტის მიღება ან ჩვენ დაგიბრუნებთ თანხას.
  • მისამართის უზუსტობის გამო სერვისის კომპანიის მიერ გაუქმების შემთხვევაში, მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება.
  • თანხის დაბრუნება ხორციელდება, თანხის მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით, საიდანაც იყო გადახდილი,
  • ანაზღაურება განხორციელდება სერვისის გაუქმებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
  • 20 (ოც) ლარამდე შეკვეთას დაემატება მიტანის საფასური 3 (სამი) ლარი, ხოლო 20 (ოც) ლარზე მეტი შეკვეთისას მიტანის სერვისი უფასოა.

კონფიდენციალურობა

  • ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და ვიღებთ ვალდებულებას, არ გადავცეთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს.
  • თუ თქვენ გაანდობთ მესამე პირს თქვენს მონაცემებს, ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მოსალოდნელ ზიანთან დაკავშირებით.
  • ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავამუშაოთ მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები, რომლებიც მომსახურეობისთვის აუცილებელია: მომხმარებლის სახელი, საკონტაქტო ნომერი, მისამართი, სადაც სურს სასურველი პროდუქტის მიღება.
  • თქვენი სახელი არის აუცილებელი, რათა პირადად ჩაგბარდეთ შეძენილი პროდუქტი.
  • თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია აუცილებელია, რათა შეგატყობინოთ როგორც პროდუქტის ადგილზე მიტანა, ასევე სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.
  • შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ინებე.ge- სთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებას.

 

პასუხისმგებლობები

  • ინებე- მიერ მოწოდებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოში ამ პროდუქტისათვის დადგენილ ხარისხის სტანდარტებს, დამზადებულია ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით.
  • ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მხოლოდ 100%-ით ნატურალურ პროდუქტს.  გვყავს სანდო მომწოდებლები, რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროდუქციის მიწოდების გამოცდილება და სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით.
  • პასუხს არ ვაგებთ იმ შეთხვევაში, თუ მომხმარებელს აქვს ალერგია, ან რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება შეძენილი საკვები პროდუქტის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. საკვები შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს, როგორებიცაა სეზამის მარცვლები, თხილი და .(საიტზე მომხმარებელს შეუძლია შეავსოს კომენტარის ველი, სადაც მიუთითებს თავის განსაკუთრებულ მოთხოვნებს, მაგალითად ინფორმაციას ალერგიაზე. ასეთ შემთხვევაში კომპანია ეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები)


დასკვნითი დებულებები

  • ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი აზრი ჩვენს პროდუქტსა და მომსახურეობაზე, ამიტომ გთხოვთ ყველანაირი მოსაზრება გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@inebe.ge
  • მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში ორივე მხარე ეცდება მოლაპარაკების გზით მოაგვარონ პრობლემა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.