ჭამა სიამოვნებაა. ჩვენ ამის გვჯერა და გვსურს თქვენც გაგიზიაროთ. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ძალიან გემრიელი და ამავე დროს ძალიან ჯანსაღი საკვები მოგიმზადოთ და მოგართვათ სადაც ინებებთ. |
კულინარია ხელოვნებაა, ამიტომაც ჩვენმა შეფ მზარეულმა თქვენთვის განსაკუთრებული კერძები შექმნა. თითოეული ინგრედიენტი სათუთადაა შერჩეული, რომ გემოთა პალიტრაში თავისი ადგილი დაიკავოს. რამდენიმე საიდუმლო ინგრედიენტიც გვაქვს, მაგალითად ჩვენს ვერანდაზე მოყვანილი მწვანილი! |
კვება მეცნიერებაა, ამიტომ ინებეს კერძები შეფუთულია ულტრა-თანამედროვე ტექნოლოგიის კონტეინერში, რომელიც შეგიძლიათ შეაცხელოთ როგორც ტრადიციულ ღუმელში, ისე მიკროტალღურ ღუმელში. კონტეინერები ჩვენთან ევროპიდან ჩამოდის. |
ინებე შენი ონლაინ მზარეულია, რომელიც ჯანსაღი კვების 7 დღიან გეგმას გთავაზობს, რათა შენი ყოველდღიური კვება მრავალფეროვანი და საინტერესო გახდეს და თან ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლდე! |