Inebe.ge
საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ზოგადი დებულებები
მოცემული მოხმარების წესები ადგენს იმ პირობებს , რომლებიც ინებე . ge - სა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას არეგულირებს .
ინებე. ge წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ იურიდიულ პირს , რომლის რეკვიზიტებია : შპს ინებე , ს / კ 405093394.
მოხმარების წესებსა და პირობებში გამოყენებული სიტყვები „ კომპანია “ და „ ჩვენ “ გულისხმობს შპს . „ ინებე ” - ს .
თქვენ მიერ ინებე . ge - ს საიტზე შესვლა და ამ ვებ - გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტისა და სერვისის შეკვეთა გულისხმობს , რომ თქვენ ეთანხმებით და მზად ხართ შეასრულოთ მოცემული მოხმარების წესები და პირობები .
ინებე. ge - ს სერვისი ხორციელდება როგორც „ სტარტაპი “, შესაბამისად , პროდუქტები და მომსახურება განიცდის მუდმივ ცვლილებას , აქედან გამომდინარე ინებე . ge უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს მომსახურების პირობები , პროდუქტები ან გააუქმოს სერვისი .
შეთანხმების საგანი
შეთანხმების საგანი არის ინებე . ge - ს მიერ ვებ - გვერდზე შემოთავაზებული პროდუქტი და მისი სასურველ ადგილზე მიტანის სერვისი , რის სანაცვლოდაც თქვენ იხდით წინასწარ განსაზღვრულ თანხას . ასევე შესაძლოა პერიოდულად განახლდეს პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალი .
შეთანხმება შესაძლოა შევცვალოთ რაიმე სპეციალური შეტყობინების გარეშე . მისი განთავსების მომენტიდან , თუკი სხვა რამ არაა გათვალისწინებული შეთანხმების ახალი რედაქციით .
ჩვენი ვალდებულება
ინებე იღებს ვალდებულებას მიიღოს თქვენი შეკვეთა დროულად და შეასრულოს იგი , თუ მოცემულ მომენტში ხელს უწყობს პროდუქტის შესაბამისი მარაგი .
მოგაწოდოთ პროდუქტი ზუსტად მითითებულ მისამართზე .
შეკვეთის მიღებიდან მეორე დღეს მოგიტანოთ პროდუქტი მითითებულ ადგილზე .
იზრუნოს მომხმარებლის კონფიდენციალურობაზე .
მომხმარებლის ვალდებულება
კომპანიას მიაწოდოს ზუსტი პირადი მონაცემები : სახელი და გვარი , ტელეფონის ნომერი , მისამართი .
გადახდა განახორციელოს მხოლოდ საკუთარი ან ნებადართული პირის საბანკო ანგარიშიდან /ბარათიდან
არ გადასცეს პერსონალური მონაცემები მესამე პირს .
მიაწოდოს ზუსტი მისამართი კომპანიას , შეკვეთის მიღებისას მისამართზე დახვდეს ინებეს კურიერს .
მიღებული პროდუქტი გამოიყენოს პირადი მოხმარებისთვის და არ გაყიდოს ან გაასაღოს გასხვისებული ფორმით .
შეკვეთის პირობები
ეწვიეთ ვებ გვერდს www.inebe.ge
გაიარეთ რეგისტრაციას ჩვენს ვებ - გვერდზე . რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ელ - ფოსტით , ასევე ფეისბუქ ანგარიშით . რეგისტრაციისას მიუთითეთ სწორი სახელი , გვარი , ტელეფონის ნომერი და მისამართი .
აირჩიეთ სასურველი დიეტა , მოათავსეთ კალათში და გადადით გადახდის გვერდზე .
გადახდისას მიუთითეთ სასურველი მეთოდი , საიტზე ონლაინ გადახდა ან ადგილზე ბარათით გადახდა .
გადახდის პირობები
თითოეული პროდუქტის ფასი , რომელსაც ჩვენ გთავაზობთ მითითებულია ჩვენს ვებ - გვერდზე .
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას , მომავალში შევცვალოთ პროდუქტის ფასები წინასწარი შეტყობინების გარეშე .
ვებ- გვერდზე მოცემული ფასები მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს .
გადახდა წარმოებს როგორც ონლაინ , ასევე ადგილზე ბარათის მეშვეობით .
თანხის დაბრუნება ხორციელდება მხოლოდ კომპანიის მიერ სერვისის არგანხორციელების , გაუქმების , შეკვეთილი პროდუქტის მიუწოდებლობის შედეგად და არ ვრცელდება მცირედი დაგვიანების , შეფერხების ან სხვა შემთხვევებზე , როცა შეკვეთა არსებითად სრულდება და დამკვეთი ღებულობს მას .
თუ კურიერმა შეკვეთილი პროდუქტის ნაცვლად სხვა პროდუქტი მოგაწოდათ , თქვენ უფლება გაქვთ არ ჩაიბაროთ ის , მოითხოვოთ შეკვეთილი პროდუქტის მიღება ან ჩვენ დაგიბრუნებთ თანხას .
მისამართის უზუსტობის გამო სერვისის კომპანიის მიერ გაუქმების შემთხვევაში , მომხმარებელს გადახდილი თანხა არ დაუბრუნდება .
თანხის დაბრუნება ხორციელდება , თანხის მხოლოდ იმავე ანგარიშზე დაბრუნებით , საიდანაც იყო გადახდილი ,
ანაზღაურება განხორციელდება სერვისის გაუქმებიდან 2 ( ორი ) სამუშაო დღის განმავლობაში .
20 (ოც) ლარამდე შეკვეთას დაემატება მიტანის საფასური 3 (სამი) ლარი, ხოლო 20 (ოც) ლარზე მეტი შეკვეთისას მიტანის სერვისი უფასოა.
კონფიდენციალურობა
ჩვენ ვიცავთ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს და ვიღებთ ვალდებულებას , არ გადავცეთ თქვენი პირადი მონაცემები მესამე პირებს .
თუ თქვენ გაანდობთ მესამე პირს თქვენს მონაცემებს , ჩვენ ვიხსნით პასუხისმგებლობას მოსალოდნელ ზიანთან დაკავშირებით .
ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას დავამუშაოთ მხოლოდ ის პერსონალური მონაცემები , რომლებიც მომსახურეობისთვის აუცილებელია : მომხმარებლის სახელი , საკონტაქტო ნომერი , მისამართი , სადაც სურს სასურველი პროდუქტის მიღება .
თქვენი სახელი არის აუცილებელი , რათა პირადად ჩაგბარდეთ შეძენილი პროდუქტი .
თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია აუცილებელია , რათა შეგატყობინოთ როგორც პროდუქტის ადგილზე მიტანა , ასევე სერვისის მიღებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია .
შეკვეთის განხორციელების შემთხვევაში , თქვენ ადასტურებთ , რომ ეთანხმებით ინებე . ge- სთვის პერსონალური მონაცემების მიწოდებას .
პასუხისმგებლობები
ინებე- ს მიერ მოწოდებული პროდუქტი შეესაბამება საქართველოში ამ პროდუქტისათვის დადგენილ ხარისხის სტანდარტებს , დამზადებულია ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით .
ჩვენ ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის მხოლოდ 100%- ით ნატურალურ პროდუქტს . გვყავს სანდო მომწოდებლები , რომლებსაც აქვთ შესაბამისი პროდუქციის მიწოდების გამოცდილება და სარგებლობენ მაღალი ავტორიტეტით .
პასუხს არ ვაგებთ იმ შეთხვევაში , თუ მომხმარებელს აქვს ალერგია , ან რაიმე განსაკუთრებული დამოკიდებულება შეძენილი საკვები პროდუქტის ან მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ . საკვები შესაძლოა შეიცავდეს ალერგიის გამომწვევ ინგრედიენტებს , როგორებიცაა სეზამის მარცვლები , თხილი და ა . შ . ( საიტზე მომხმარებელს შეუძლია შეავსოს კომენტარის ველი , სადაც მიუთითებს თავის განსაკუთრებულ მოთხოვნებს , მაგალითად ინფორმაციას ალერგიაზე . ასეთ შემთხვევაში კომპანია ეცდება მაქსიმალურად გაითვალისწინოს მომხმარებლის მოთხოვნები ) .
დასკვნითი დებულებები
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი სერვისის ხარისხზე და გვაინტერესებს თქვენი აზრი ჩვენს პროდუქტსა და მომსახურეობაზე , ამიტომ გთხოვთ ყველანაირი მოსაზრება გვაცნობოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : info@inebe.ge
მოხმარების წესები და პირობები შედგენილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად . გაურკვევლობის არსებობის შემთხვევაში ორივე მხარე ეცდება მოლაპარაკების გზით მოაგვარონ პრობლემა . წინააღმდეგ შემთხვევაში საქმეს განიხილავს სასამართლო , საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით .